ახალგაზრდა არტისტი, ვანესა ჰაჯენსი 26 მარტს ლას ვეგასში ღამის კლუბს ესტუმრა! მან აღნიშნა თავისი ახალი ფილმის "Sucker Punch"_ის გამოსვლა ტელეეკრანებზე. საზეიმო განწყობაზე მყოფნა ვანესამ, არც პაპარაცებისთვის პოზირება დაიზარა და შესანიშნავი ფოტოსესია მოაწყო.
24 მარტს დილით დააკავეს 26 წლის ვინმე იბრაჰამი, რომელიც ლოს ანჯელესის პოლიციამ მაილი საირუსის სახლის მეზობელ ეზოში 'გაშხლართული' იპოვეს. რა თქმა უნდა ამ მთვრალი კაცის მიზანს არ წარმოადგენდა ცნობილი მომღერლის მეზობლის ეზოში ძილი, მას განზრახული ქონდა მაილი საირუსის სახლში შეღწევა, თუმცა სახლები აერია და მხოლოდ მაილის მეზობლების შეშინება მოახერხა, რომელთაც განუცხადა, რომ მაილისთან პაემანზე მოვიდა.
ორსული ჯესიკა ალბა პაპარაცებმა 23 მარტს სანტა-მონიკაში დააფიქსირეს.
ჯესიკა Radium/Reel FX-ის სტუდიაში მიემართებოდა. მისი ლუქიდან აღსანიშნავი იყო ორიგინალური ფეხსაცმელი და ჩანთა,რომელიც წლის უახლესი კოლექციებში იყო წარმიდგენილი
ლოს ანჯელესში გაიმართა ფილმ "Sucker Punch"-ის პრემიერა, რომელსაც დაესწრნენ ახალგაზრდა მსახიობები თავად ამ ფილმში მონაწილე ჯემი ჩანდი და ვანესა ჰაჯენსი და მოწვეული სტუმრები: ემა რობერტსი, ჯო ჯონასი და ჯენიფერ სტოუნი