დასახელება: ილაპარაკე ჟანრი: დრამა, წელი: 2004 პროდიუსერი: ჯესიკა შარზერი ენა: რუსული როლებში: ქრისტენ სტიუარტი, მაიკლ ანგარანო, რობერტ ჯონ ბერკი, ჰოლი ჰერში, ერიკ ლაივლი, ლესლი ლაილსი
მოკლე შინაარსი:
მელინდა სორდინო გარიყულია საკუთარ კლასში. ყოფილი მეგობრები მას ერთი რაღაცის გამო ვერ იტანენ, მელინდა კი საკუთარი თავის დაცვასაც არ ცდილობს. ის ჩუმად, ცრემლების გარეშე უძლებს დამცირებას და ცდილობს სიმშვიდე ხატვაში ნახოს. ადრე გოგონა ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ ერთმა გარემოებამ ყველა მის წინააღმდეგ განაწყო. ის მალავს სიმართლეს, რომლის შესახებ ლაპარაკიც არ უნდა... იმ სიმართლეს, რომელმაც შეიძლება ყველაფერი შეცვალოს... რომელიც ბოლომდე გაამართლებს. ყველა დაუსრულებლად სთხოვს მელინდას ლაპარაკს, მაგრამ მისი მოსმენა არავის სურს...(V)