24 მარტს დილით დააკავეს 26 წლის ვინმე იბრაჰამი, რომელიც ლოს ანჯელესის პოლიციამ მაილი საირუსის სახლის მეზობელ ეზოში 'გაშხლართული' იპოვეს. რა თქმა უნდა ამ მთვრალი კაცის მიზანს არ წარმოადგენდა ცნობილი მომღერლის მეზობლის ეზოში ძილი, მას განზრახული ქონდა მაილი საირუსის სახლში შეღწევა, თუმცა სახლები აერია და მხოლოდ მაილის მეზობლების შეშინება მოახერხა, რომელთაც განუცხადა, რომ მაილისთან პაემანზე მოვიდა.
პოლიციამ X17Online-ს განუცხადა: "Ibrahim was trying to make entry into Miley Cyrus' house, but he got the houses mixed up. When we arrived on scene, we found him in her neighbour's yard. He was arrested for trespassing."
იბრაჰამს კი ასე აღწერენ: Musa Danasabe Ibrahim - African American male with black hair, brown eyes, 5' 10 and 160lbs.
უცნობია მაილი ამ პერიოდისთვის საერთოდ იყო თუ არა სახლში, მაგრამ იბრაჰამს მისი ნახვა ნამდვილად არ მოუწია. აქვე ცნობილია, რომ რამოდენიმე დღის წინ საირუსების Toluca Lake -ში სახლთან სატვირთო მანქანები შენიშნეს და ვარაუდობენ, რომ ისინი სახლიდან გადასვლას აპირებენ. პოლიციამ ის დროებითი დაკავების საკანში გადაიყვანა და $5,000 ჯარიმა დააკისრა.
|