გადავდივართ!
http://celebritieslove.my1.ru/





საიტის მენიუ

 


სექციის კატეგორიები
ვარსკვლავები :*) [101]
ფოტი art [26]
კარაოკე :) [6]
ვიდეოები [21]
lyrics [5]
ბიოგრაფიები [11]
ანიმაციები [18]
ავატრები [3]
პროგრამები [8]
fashion [11]
სერიალები [7]
თამაშები [24]
კონკურსი:]]]] [0]
თხოვნები [1]
სურათები [68]
yourstar.my1.ru [3]
მუსიკა [7]
სხვა [11]
ფილმები [25]
წიგნები [2]
კლიპები [2]
ჩვენი კონტაქტი! [0]

ჩვენი გამოკითხვა *
რომელი ვარსკვლავი გიყვართ?
სულ პასუხი: 206

მთავარი » 2011 » მარტი » 25 » ქრისტინა აგილერას ახალი ინტერვიუ!
4:50 PM
ქრისტინა აგილერას ახალი ინტერვიუ!

კრისტინა აგილერა

კრისტინა მეტად ძლიერი ხმის და ხასიათის მომღერალია-მულტი-პლატინის ალბომები, ჭკვიანი ვაჟიშვილი, პარფიუმერიის საკუთარი ხაზი, ახლა კი მსახიობის კარიერაც.

კრისტინა აგილერა კინოდებიუტზე, ახალ არომატზე Royal Desire და თავისი ცხოვრების შესახებ ესაუბრა ჟურნალისტს.

-მუშაობის პროცესში თქვენი შვილი თუ გხედავთ?

-დიახ, თუმცა ვცდილობ ეს ნაკლებად მოხდეს. ნებისმიერი საქმე მობილიზებას მოითხოვს, მაქსი კი ეჭვიანობს და ყურადღების მიპყრობას ცდილობს. დასვენების დღეებს ერთად ვატარებთ. სამუშაო დღეებში ვარ დედა და მომღერალი, გამოსასვლელ დღეებში კი მხოლოდ დედა.

-გიჭირთ მისი დატოვება?

-ზოგჯერ ძალიან მიჭირს, მაგრამ იმედი მაქვს მაქსი იამაყებს ჩემი ნამუშევრებით. ამასთან მატერიალურ საფუძველსაც ვუქმნი მომავლისთვის. ჩემი საქმიანობის მეშვეობით ის შესანიშნავად ცხოვრობს, არაფერი აკლია, ზოგჯერ გარკვეულ დათმობაზე გვიწევს წასვლა.

-მეორე ბავშვზე არ ფიქრობთ?

-გარკვეული დროის შემდეგ იქნება მეორე, და შესაძლოა მესამე შვილიც.

-შენი ფილმი მამაკაცების დაპყრობაზეა. რაიმე რჩევა ხომ არ გაქვთ ქალებისთვის?

-მთავარია საკუთარი თავის რწმენა, გრძნობების გამოვლენა. საზოგადოებას ხშირად სურს, რომ ქალს რცხვენოდეს საკუთარი სექსუალურობის.

-მოგწონთ საკუთარი ქალურობის წარმოჩენა?

-სექსუალურობა ჩემი შემადგენელი ნაწილია, რაც მაქცევს ქალად და შესაძლებლობად მაძლევს დავრჩე იმად, რაც ვარ. ნაკლებად მაღელვებს სხვების აზრი. ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს განკარგოს საკუთარი თავი და კომფორტულად აღიქვას თავისი სხეული.

-როგორ ფიქრობ კარგი მსახიობი ხარ?

-ძალიან ვიმედოვნებ, რომ ასეა. „ბურლესკი" ჩემი პირველი როლია, და ძალიან ვეცადე, ვამაყობ ჩემი ნამუშევრით.

-როგორ მოგწონთ ფილმის კოსტუმები?

-ვაღმერთებ ჩაცმას, განსაკუთრებით კაბებს. ხოლო რაც შეეხება ღია კოსტუმებს გადაღებებზე, ისინი ნაკლებად მოსახერხებელი იყო. ყველაზე მეტად მაღიზიანებდა პარიკი, რომელიც სულ უნდა მეტარებინა.

-როგორ იმუშავეთ სხვა მსახიობებთან?

-გადასაღებ მოედანზე შესანიშნავი გუნდი ჩამოყალიბდა და ურთიერთობაც საუკეთესო გვქონდა: შერი, კრისტენ ბელი, სტენლი ტუჩი.. დიდი სიამოვნებაა ნიჭიერ პარტნიორებთან მუშაობა.

_ქორეოგრაფია სპეციალურად დახვეწეთ?

-ბავშვობიდან დროს ვუთმობდი ვოკალს, ცეკვა მეორეხარისხოვნად მიმაჩნდა, ამიტომ მომიწია მუშაობა ყოველ პაზე, ძალიან მადლიერი ვარ ქორეოგრაფების, მათ მაქსიმუმი შეძლებს. სილამაზე და ჰარმონია დავინახე იქ, სადაც ადრე ვერ ვხედავდი.

-გსურს სამსახიობო კარიერის გაგრძელება?

-რა თქმა უნდა, რადგან გადაღება ძალიან საინტერესოა. თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია ფილმმა მომნუსხოს, რათა მთელი გულით ვიმუშავო.

-შენი მუსიკალური კუმირი -ეტა ჯეიმსია, საყვარელი მსახიობი ვინ არის?

-მომწონს კეიტ ბლანშეტი, კეიტ უინსლეტი, ანჯელინა ჯოლი ადრეულ ფილმებში. დრამაში სიამოვნებით ვითამაშებდი.

-შერის შესახებ რას გვეტყვი?

-შერის რეალური ფანი ვარ, ძალიან მიყვარს „ისტვიკელ ალქაჯებში" და „ქალთევზაში".

-ყოველთვის იცოდი, რა გსურდა?

-ბავშვობიდან მომღერლობაზე ვოცნებობდი- სცენაზე მოხვედრა, შესანიშნავი, ცოტა გიჟური ცხოვრება მსურდა. ბევრი შრომა, მკაცრი დისციპლინა და უდიდესი სიხარული-ასეთი ცხოვრება და საოცარ შემოქმედებით ადამიანებთან ურთიერთობა ბედნიერებას მანიჭებს.

-გარშემომყოფებს თქვენი მიზანსწრაფულობა არ აღიზიანებდათ?

-რა თქმა უნდა, სხვებისგან გამორჩეულობა ძნელია, ექვსი წლიდან ვმართავდი პატარ კონცერტებს, რაც თანატოლებს არ მოსწონდათ. ისინი ჩემ წყენინებას ცდილობდნენ, მე კი არ ვიმჩნევდი და ვქმნიდი საკუთარ თავს.

-იმ დროიდან მეგობრები თუ შემოგრჩათ?

-მეგობრების გაჩენის შესაძლებლობა ნაკლებად მქონდა, რადგან მუდმივად საცხოვრებელს ვიცვლიდით-მამაჩემი სამხედრო პირია. ზოგიერთი მეგობარი რჩებოდა, ზოგი ქრებოდა.მივხვდი, რომ წარმატება კი არ ცვლის ადამიანს, არამედ ის ცვლის გარშემომყოფებს. დროთა განმავლობაში ნამდვილი მეგობრები რჩებიან, მოჩვენებითი კი იკარგებიან.

-პირველად როდის მიხვდით, რომ კომფორტული გარემოცვა გყავთ?

-ადგილს ვერ ვპოულობდი, სანამ არ აღმოვჩნდი „მიკი მაუსის კლუბში" მომღერალი ბავშვების გარემოცვაში. მივხვდი, რომ ურთიერთობა მაკლდა.

-სხვა ქალების შურიანობას როგორ აღიქვამთ?

-დარწმუნებული ვარ, შური ადამიანი ბუნების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევ და საკუთარ გზას ვაგრძელებ.

-ახალი სუნამოს შესახებ რას გვეტყვი?

-ეს არის Christina Aguilera Royal Desire, რომელიც დაგეხმარებათ ქალურობის აღმოჩენაში, თავს დედოფლად გაგრძნობინებთ.

-რისი გაკეთება არ იცით, მაგრამ გსურს, რომ ისწავლო?

-ძალიან მიყვარს კერძების დაგემოვნება, ვეძებ მომზადების რეცეპტებს. თუმცა თავისუფალ დროს საწოლში ვნებივრობ და სახლის საქმეების გაკეთებას თავს ვარიდებ. კერძების მომზადების შესწავლა მეტად მიმზიდველი იდეაა, მაგრამ ჯერ ავტომობილის კარგად მართვის სწავლა მინდა, რადგან საშინელი მძღოლი ვარ.

-ბევრი მომღერალი მუსიკაში გამოხატავს პოლიტიკურ შეხედულებას, მაგ. ლედი გაგა, შაკირა. თავად არ გიცდიათ მსგავსი რამ?

-პოლიტიკა უფრო ნაკლებად მაინტერესებს, ვიდრე ქველმოქმედება. საკუთარი სახელის გამოყენება მირჩევნია საქველმოქმედო პროექტების მხარდაჭერის, შიმშილის, ოჯახური ძალადობის დაძლევისთვის( კრისტინა გაეროს სასურსათო პროგრამის ელჩია).


კატეგორია: ვარსკვლავები :*) | ნანახია: 948 | დაამატა: ansu | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 DeeMzzz  
0
რაა საყვარეეელიიიაა მიიყვაარს ძალიაან v v

Name *:
Email:
Code *:
ჩემი პროფილი
ოთხშაბათი
2024-11-20
4:25 AM



ძებნა

კალენდარი

კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

მომხმარებლების სია
  • ნიკი: DeeMzzz
  • სიახლეები: 232
  • კომენტარები: 54
  • ნიკი: ansu
  • სიახლეები: 84
  • კომენტარები: 25
  • ნიკი: MaaRiii
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 50
  • ნიკი: Tako-jonas
  • სიახლეები: 13
  • კომენტარები: 1
  • ნიკი: JuSooo
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 13
  • ნიკი: tika
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 1
  • ნიკი: O_x_Cyrus
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 0
  • ნიკი: NaTaLi
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 1
  • ნიკი: Mary
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 0
  • ნიკი: disney_fan
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 0

  • TV
    Script By GeMasters.Com

    ჩანაწერების არქივი

    Naturally

    yourstar.my1.ru