''New York Post''-ზე დაყრდნობით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯო ჯონასი და ეშლი გრინი ერთად
აღარ არიან... ''დაშორება იყო გასაიდუმლოებული, ყველანაირი ჩხუბის გარეშე'' - ირწმუნება წყარო.
რაც შეეხება ''JustJared''-ს, ვებ-გვერდი აცხადებს, რომ წყვილმა რამდენიმე კვირის წინ გაწყვიტა
ურთიერთობა, უბრალოდ ისინი ამას საიდუმლოდ ტოვებდნენ.
სულ ცოტა ხნის წინ, ჟურნალ ''Details''-ის 15 მარტის ნომერში, ჯომ მისსა და ეშლის ურთიერთობაზეც ისაუბრა: ''ვფიქრობ, მიზეზი ჩვენი ერთად ყოფნისა არის ის, რომ ეშლი პირველ ადგილზე ჩემს გრძნობებს აყენებს. მას შეუძლია შეეგუოს ჩემს დაკავებულ გრაფიკს''
ეშლი ახლა ჯო ჯონასის ყოფილი შეყვარებულების გრძელ სიას შეუერთდება, რომელშიც კამილა ბელი, ტეილორ სვიფტი, დემი ლოვატო და სხვანი იმყოფებიან. საბედნიეროდ, გოგონა ისეთი გულგატეხილი არ ჩანს, როგორც შარშან დემი, რადგან პაპარაცებმა იგი 15 მარტს ნიუ იორკში მის მეგობრებთან გართობისას დააფიქსირეს...
''Eonline!'' აცხადებს, რომ ჯო ლოს ანჯელესში ნამდვილი თავისუფალი მამაკაცივით იქცეოდა და არც მას ეტყობოდა დიდი დარდი ეშლისთან განშორების გამო... ეს მხოლოდ სხვადასხვა ვებ-გვერდიდან თუ ჟურნალებიდან მოყვანილი ფაქტებია და ჩვენ ისღა დაგვრჩენია წყვილის ოფიციალურ კომენტარს დაველოდოთ ამ თემასთან დაკავშირებით...