კარიბა ჰეინი დაიბადა სამხრეთ აფრიკაში, 1988 წლის 1 ოქტომბერს. ავსტრალიაში ჩამოვიდა 1991 წელს. სერიალში h2o Just add water–ში მონაწილეობს, ასრულებს რიკის როლს. სამი წლიდან იგი სცენაზე იდგა.მისი გატაცებაა მსახიობობა და ცეკვები. სურს, რომ ეს გატაცება მალე პროფესიონალიზმში გადავიდეს. როდესაც მას შეატყობინეს რომ სერიალში იღებდნენ და ისიც რიკის როლზე, მან კივილი დაიწყო. რიკის როლი ეს ის როლი იყო, რომელიც მას ყოველთვის სურდა. მას მიზანი ჰქონდა დასახული, სურდა გამოსულიყო ცნობილი მოცეკვავე. 8 წლიდან დაიწყო ცეკვა დედამისის საცეკვაო სტუდიაში. მან ითამაშა მოკლემეტრაჟიან ფილმში «Ballistic Sessions». იგი მონაწილეობას იღებდა ძალიან ბევრ თეატრალურ დადგმებში. ნახეთ ინტერვიუ მასთან: რომელია შენი საყვარელი წიგნი და რატომ? კარიბა: ჩემი საყვარელი წიგნია ნელსონ მანდელასის "Long Walk to Freedom". ეს მართლაც რომ საინტერესო ავტობიოგრაფიაა. რომელია შენი საყვარელი ფილმი და რატომ? კარიბა: მე ძალიან ბევრი ფილმი მიყვარს დაახლოებით 300. უნდა გავიხსენო რომელიმე... საყვარელი მუსიკა?
კარიბა: ძნელი კითხვაა. მე მიყვარს სიმღერები "Black Holes" და "Revolutions", რომლებსაც მღერის ჯგუფი Muse. ისინი მაყენებენ კარგ ხასიათზე და საერთოდ კარგი ჯგუფია. რომელია შენი საყვარელი სპორტი? კარიბა: ჩენი საყვარელი სპორტია რიტმული ტანვარჯიში. შენი საყვარელი გამონათქვამი. კარიბა: '' თუ ხარ ჭკვიანი, ყველაფერს მიაღწევ'' რა მოგეწონა ქალთევზის როლში? კარიბა: ის რომ გაქვს კუდი და უფრო ადვილად ცურავ ვიდრე კუდის გარეშე.