გუშინ ღამით, პინკების პრინცესა ავრილი კოცნით დაემშვიდობა მის ბოიფრენდ ბროდი ჯენერ . ავრილი ძალიან დანაღვლიანებული ჩანდა, ის იწყებს მოგზაურობას მთელი მსოფლიოს გარშემო თავისი ახალი ალბომით. მას გული სწყდება, რომ არ შეუძლია ბროდის წაყვანა - ეს წესებს ეწინააღმდეგება.
ბროდი მართლაც ძლიერადაა შეყვარებული ავრილზე. ისინი ერთმანეთს 2010 წლიდან ხვდებიან. ის ამბობს, რომ ავრილი არის ყველაზე მხიარული და ნათელი ადამიანი.
შეგახსენებთ ბროდის მამა ოლიმპიური ოქროს მედალის მფლობელი, მორბენალი - ბრუს ჯენერია. მისი ამჟამინდელი მეუღლე კი არის კრის ჰიუტონი (კარდაშიანი).
ბროდი 2005 წელს მონაწილეობდა რეალითი შოუში The Princes of Malibu ძმასთან ბრენდონთა ერთად, სადაც საოცარი მემკვიდრეობის წყალობით მართლაც პრინცის როლს ირგებდნენ. შემდეგ "შეიჭრა" ასევე რეალითი შოუში The Hills, სადაც ლორენ კონრადს ხვდებოდა. 2009 წლიდან საკუთარი შოუ ქონდა Bromance, სადაც მისი მთავარი მოწოდება იყო "მისი" გოგონების სიის გაზრდა. ამჟამად კი ჩნდება ხოლმე რეალითი შოუში Keeping Up with the Kardashians, რომელიც მის ოჯახზეა. (კორტნი, კიმ, ხლოი და რობ კარდაშიანებთან ერთად).
|